27 წლის ნახევარმცველმა დეჩიჩის წინააღმდეგ დინამო ბათუმის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. 72 მატჩი, 19 გოლი და 19 საგოლე გადაცემა, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება პაატა დინამო ბათუმს.
Ligat ha'Al
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური ბნეი სახნინის ფეხბურთელია

ოფიციალურად - პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმიდან კარიერას ისრაელში, კერძოდ ბნეი სახნინში გააგრძელებს. 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ქართველ ფეხბურთელს ისრაელში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ღუდუშაურის ტრანსფერი ბნეი სახნინმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.













