ოფიციალურად — რასმუს ჰოილუნი ნაპოლის ფეხბურთელია. იტალიურმა კლუბმა 22 წლის დანიელი ფორვარდის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
"პარტენოპეიმ" რასმუს ჰოილუნი 1-წლიანი იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.
რასმუს ჰოილუნი, რომ რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედიოდა, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ დადასტურდა. იმის მიუხედავად, რომ დანიელ ფორვარდს ოლდ ტრაფორდზე დარჩენა სურდა, კლუბმა ფეხბურთელის გაშვება მაინც გადაწყვიტა. განიხილებოდა მილანის ვარიანტიც, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას ნაპოლიმ აჯობა.
დანიელი ფორვარდი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 95 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 26 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













