ოფიციალურად — უდინეზემ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი დაადასტურა! ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
ქართველი ფეხბურთელი რომ ემპოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. განიხილებოდა პარმასა და სასუოლოს ვარიანტები, თუმცა ყველას უდინეზემ აჯობა. მხარეებს შორის დაახლოებით €4-4.5 მილიონიანი გარიგება შედგა.













