"ძალიან ბედნიერი ვარ გალათასარაიში. აქ გადმოსვლიდან მალევე დავინახე, თუ რამდენად დიდი ოჯახია გალათასარაი. გულშემატკივრები, სტაფი, გუნდელები და მთლიანი კლუბი, აქ ყველაფერი კარგია. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ მექცევიან მე და ჩემს ოჯახს. სტამბულში ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ.
შემადგენლობა, მწვრთნელი, ფანები... ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ევროპა ლიგა მოვიგოთ. კარგად ვიცი რა დონეზეა ეს გუნდი და რა შეუძლია, ვიცი, რომ ის ოცნება რაც ყველას გვაქვს, შეგვიძლია, რომ ავიხდინოთ. ბევრი შრომა უნდა გავაგრძელოთ და მჯერა, რომ შედეგიც მოვა.
პრესაში იანვარში პოტენციურ ტრანსფერზე საუბრები არ წყდება, რაზეც ვერაფერს გეტყვით... მე აქ სეზონის ბოლომდე ვარ, ამას არაფერი შეცვლის. ნამდვილად არ ვიცი გალათასარაი და ნაპოლი ზაფხულში ისაუბრებენ თუ არა, მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ სანამ აქ ვარ, ფანებს ჩემი იმედი უნდა ჰქონდეთ."
ვიქტორ ოსიმენი ამ დრომდე ნაპოლის საკუთრებაშია. ნიგერიელი თურქულ გრანდში იჯარის წესით თამაშობს, სეზონის ბოლოს კი იტალიაში დაბრუნდება. ფორვარდის "პარტენოპეიში" დარჩენა არ განიხილება და 2025 წელს გუნდს კიდევ ერთხელ დატოვებს.














