ვიქტორ ოსიმენს სტამბოლში დღეს გვიან ელოდებიან — გალათასარაიმ ტრანსფერის ყველა დეტალი როგორც ფეხბურთელთან, ისე ნაპოლისთანაც შეათანხმა. 25 წლის ნიგერიელი 2024/25 სეზონს თურქეთის სუპერ ლიგაში გაატარებს, მხარეები 1-წლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თუმცა, სანამ ოსიმენი თურქეთში გაემგზავრება, ფეხბურთელი ნაპოლისთან არსებულ კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს. რატომ? ვინაიდან ოსიმენს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ერთი წლის შემდეგ "პარტენოპეი" ნიგერიელის სანაცვლოდ დიდ თანხას ვერ მოითხოვს. ახალი კონტრაქტის საშუალებით კი დე ლაურენტისი გარკვეულ გარანტიებს მიიღებს. ახალ ხელშეკრულებაში ჩაიწერება გამოსასყიდი თანხაც.
რაც შეეხება გალათასარაიში ტრანსფერის დეტალებს:
- ფეხბურთელი თურქულ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს;
- თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება;
- გალათასარაი ფეხბურთელის ხელფასს, რომელიც წლიურად €10 მილიონს შეადგენს, მთლიანად გადაიხდის;
- იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ოსიმენი სასურველ შეთავაზებას თუ მიიღებს, გალათასარაი ტრანსფერში ხელს არ შეუშლის და ფეხბურთელს გაუშვებს;
- ნაპოლი 1-წლიან იჯარაში თანხას არ მიიღებს;
ალ-აჰლიში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ოსიმენმა და ნაპოლიმ კარგ გამოსავალს მიაგნეს, ფეხბურთელი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს.