ნაპოლიში ოსიმენის სურვილის შესახებ კარგად იციან და მისი გუნდიდან გაშვება, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ვიქტორმა "პარტენოპეისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, ეს თავიდანვე შეფასდა როგორც ფორმალობად, რადგან ახალი ხელშეკრულების გაფორმებიდან ძალიან მალე, დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს დიდი ალბათობით დატოვებდა. ოსიმენის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €130 მილიონი წერია, რისი გადახდის შემთხვევაშიც, ნაპოლი ფეხბურთელის უფლებებს დაკარგავს. პარიზული კლუბი კი ახალ შეთავაზებას ამზადებს!
ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა, ავტომატურად ახალ ტრანსფერს ნიშნავს - რომელუ ლუკაკუ მოლოდინის რეჟიმშია! ბელგიელ ფორვარდს ანტონიო კონტესთან მუშაობა კიდევ ერთხელ სურს. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და თუ ოსიმენი ნაპოლის დატოვებს, დე ლაურენტისი ჩელსის მიერ მოთხოვნილ €35-40 მილიონს გადაიხდის.
უახლოეს დღეებში, ამ ორ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ - "დომინოს ეფექტი" დიდი ალბათობით მალე ამოქმედდება.













