არგენტინელი ფეხბურთელი რომას დატოვებასთან ზაფხულშიც იყო ახლოს, თუმცა საუდის არაბეთში ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამის მიუხედავად, დიბალა გუნდის შეცვლაზე კვლავ ფიქრობს და თუ თურქულ წყაროებს დავუჯერებთ, 31 წლის ფეხბურთელი გალათასარაიში თამაშს სერიოზულად განიხილავს.
დიბალას რომასთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად, მისი დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ დაბალ თანხად იქნება შესაძლებელი. გალათასარაი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
პაულო რომას ღირსებას 2022 წლიდან იცავს. ამ დროში "ლა ხოიამ" 95 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 36 გოლი და 19 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













