"არმიელების" ნახევარმცველს უმალვე გაუხსენეს ის ფაქტი, რომ ორი წლის წინ, ის რუსეთის ნაკრებთან თამაშის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ფიფასა და უეფას ტურნირებს მოკვეთილი სლავები ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავდნენ ბოსნიის ეროვნულ გუნდთან, მაგრამ ეს იდეა გააპროტესტა სწორედ 34 წლის შუახაზელმა, რომელიც იმ დროს ნაკრების ვიცეკაპიტანი იყო.
"დრაკონების" ათიანის კომენტარი ასეთი იყო:
"მთელი მსოფლიო ჩავარდნილია მძიმე დღეში იმის გამო, რასაც რუსეთი აკეთებს და ჩვენ მათთან უნდა ვითამაშოთ? არ ღირს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ცუდი შთაბეჭდილების შექმნა", - აცხადებდა პიანიჩი 2 წლის წინ.
დღეს, ვეტერანი შუახაზელი უკვე "ლურჯ-წითლების" მოთამაშეა.
















