ლიონი ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელების გასხვისებას შეეცდება. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იანვარში ლიონს ყველა მათგანი დატოვებს. ყველაფერი სატრანსფერო შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული.
რამდენიმე საათის წინ ფრანგული მედია რაიან შერკიზე ალაპარაკდა, რომლის მიმართაც ინტერესს ლივერპული იჩენს! ინგლისური კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემტევის დამატებას განიხილავს და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 21 წლის ფრანგი ფეხბურთელი იქნება. როგორც ცნობილია, ლიონი ფეხბურთელს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს, რაც მერსისაიდული კლუბისთვის დიდი შანსია მისაღები ფასი იყოს.
რაიან შერკის ლიონთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ურჩევნია. ლივერპულის ინტერესი რეალურია, ფეხბურთელის აგენტთან პირველი კონტაქტიც უკვე შედგა, უახლოეს პერიოდში კი ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.















