როგორც მოგეხსენებათ, ლეონ გორეცკა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი გერმანელი ფეხბურთელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება.
ბოლო დღეების განმავლობაში, 31 წლის ფეხბურთელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს — მილანი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, არსენალი და ატლეტიცო მადრიდი, ყველა მათგანის ინტერესი რეალური და დადასტურებულია.
ზემოხსენებული კლუბებიდან პირველი ნაბიჯი მილანმა, არსენალმა და ატლეტიკო მადრიდმა უკვე გადადგეს და ლეონ გორეცკას აგენტს დაუკავშირდნენ. ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება, რადგან 31 წლის ფეხბურთელი ახლა მხოლოდ ბაიერნთან ერთად სეზონის დასკვნით ნაწილზეა კონცენტრირებული. შემდეგ იქნება მუნდიალი, სადაც ლეონ გორეცკა მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა თუ სად გააგრძელებს გერმანელი ნახევარმცველი კარიერას.
ზემოხსენებული 5 კლუბის გარდა, მოსალოდნელია, რომ საქმეში სხვებიც ჩაერთვებიან, რადგან ლეონ გორეცკას დონის ფეხბურთელის უფასოდ დამატება დიდი ალბათობით ბევრს ენდომება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, გერმანელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













