ბაიერნში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ჯონათან ტას შემდეგ, გერმანული გრანდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 3-4 ფეხბურთელის დამატებას კიდევ გეგმავს, საიდაცან ერთ-ერთი აუცილებლად მარცხენა ვინგერი იქნება.
მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსის კანდიდატურა გამოირიცხა, "რეკორდმაისტერმა" ლუის დიასის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა და როგორც ირკვევა, პირველი შეთავაზებაც გააკეთა — €67.5 მილიონი! გერმანული წყაროების ინფორმაციით, კოლუმბიელი ფეხბურთელი ბაიერნში თამაშის წინააღმდეგი არ არის, შესაბამისად, ვენსან კომპანი ამ პოტენციურ გარიგებას იმედიანად უყურებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულს ლუის დიასის შენარჩუნება სურს, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს შეთავაზება დაიბლოკება. მერსისაიდელები 28 წლის ვინგერს დაახლოებით €90-100 მილიონად აფასებენ.
ლუის დიასის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება ბარსელონაც, რომელიც ნიკო უილიამსის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ახალი ვინგერის ძიებაშია.













