პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფზე, სადაც ჩვენი მეტოქე სომხეთის ეროვნული ნაკრები იქნება. გავარჩიეთ მეტოქე გუნდი და ვისაუბრეთ მათ შემადგენლობაზე.
შემდეგ საუბარი გავაგრძელეთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე, ვისაუბრეთ თაობათა ცვლაზე და იმ პრობლემებზე, რაც ბოლო ორ სანაკრებო პაუზაზე დავინახეთ. განვიხილეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება მარტის სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების სათამაშო ტურს — მიმოვიხილეთ ქართველი ფეხბურთელების მატჩები და ვისაუბრეთ მოახლოებულ ევროტურნირებზე. პოდკასტის დასრულებამდე ასევე ვისაუბრეთ სატრანსფერო სიახლეებზეც. განვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი და სხვა ლეგიონერების ამბები.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.













