პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე, როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ისე 21-წლამდე გუნდისთვის. ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩს ჩაატარებს, კერძოდ უკრაინასთან და ჩეხეთთან, ხოლო რამაზ სვანაძის გუნდს გამაწყვეტი პლეი-ოფის მატჩები ელოდება ხორვატიასთან, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდის ვინაობა გაირკვევა. ვისაუბრეთ დანაკლისებზე, მეტოქეებზე და ზოგადად ორივე გუნდის შანსებზე.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების შაბათ-კვირას. ქართველ ფეხბურთელებს საკმაოდ საინტერესო უიქენდი ჰქონდათ — ვისაუბრეთ ქართულ დერბიზე საფრანგეთში, ჩაკვეს საოცარ პერფორმანსზე ინგლისში, ბუდუს მორიგ გოლსა და სხვა სხვა ლეგიონერების ამბებზე.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.













