პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე 21-წლამდე გუნდის. გავარჩიეთ ვილი სანიოლის გუნდის პერფორმანსი უკრაინასთან და ვისაუბრეთ რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებაზე ხორვატიასთან.
გავარჩიეთ ჩეხეთის ეროვნული ნაკრები, ვისაუბრეთ მათ დანაკლისზე და სათამაშო სტილზე. ასევე A დივიზიონში დაწინაურების ყველა გზაც მიმოვიხილეთ.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების ამბებს — ვისაუბრთ გიორგი მიქაუტაძეზე და ლიონის ფინანსურ პრობლემებზე, განვიხილეთ ტრაბზონსპორის სატრანსფერო გეგმებზე ქართულ ბაზარზე და ბოლოსკენ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალებიც გავაცანით მაყურებელს.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.













