პოლ პოგბა ფეხბურთს უბრუნდება! მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია მოიხადა, 32 წლის ნახევარმცველი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.
როგორც ირკევა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე მონაკო მუშაობს! ლიგა 1-ის ბინადარი გამოცდილ ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტსა და სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობს. პოლ პოგბას მონაკოს ვარიანტი ძალიან მოსწონს, შესაბამისად, შეთანხმების ალბათობა საკმაოდ დიდია. მხარეები მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებენ.
შეგახსენებთ, პოლ პოგბა ბოლოს იუვენტუსში თამაშობდა. შემდეგ იყო დოპინგ სკანდალი რის გამოც, ფრანგი მოედანს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორდა. ახლა ფეხბურთელს თამაშის უფლება ისევ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში "POGBOOM" მოედანზე დაბრუნდება.













