პარი სენ-ჟერმენში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. პარიზულ გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგულ გრანდს საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პსჟ ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. ლუიშ კამპუში ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ფრანგული პრესის ინფორმაციით, გამოიკვეთა 2 კანდიდატურა.
კრისტიან მოსკერა - ვალენსიას 20 წლის ცენტრალური მცველი "ღამურების" დასატოვებლად ემზადება, პარიზელების ინტერესი კი რეალური და დადასტურებულია. ლუიშ კამპუშს ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კლუბი მის სანაცვლოდ შეთავაზებას უახლოეს კვირებში გააკეთებს.
ვალენსია ესპანელ ცენტრალურ მცველს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს. საქმეში სხვა ევროპული კლუბებიც არიან.
ჟოელ ორდონეზი - კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც პსჟ-ს ინტერესი დადასტურდა. ბრიუგეს 21 წლის ფეხბურთელი გუნდის უდავო ლიდერია და მას პარიზელების გარდა სხვა კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან.
ბელგიური კლუბი ახალგაზრდა ეკვადორელ ფეხბურთელს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად პარი სენ-ჟერმენისპოტენციურ სამიზნეებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













