პორტუგალიური გრანდი, რომ ქართველის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. სპორტინგის ინტერესი გიორგი ქოჩორაშვილის აგენტმაც დაადასტურა, თუმცა ტრანსფერი ამ მომენტისთვის 100% დახურული ჯერ კიდევ არ არის — ამის მიზეზი კი ისაა, რომ სპორტინგის ყოფილი სპორტული დირექტორი უგო ვიანა ახალი სეზონიდან მანჩესტერ სიტიში დაიწყებს მუშაობას და თუ ზემოთ ხსენებულ წყაროებს დავუჯერებთ, ჯერჯერობით უცნობია პორტუგალიური გუნდის ახალი მენეჯერი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანს თუ არა.
ლევანტე და სპორტინგი სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებულები არიან, თუმცა ყველაფერი მაინც ზაფხულში გადაწყდება, როდესაც "ლომებს" ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება. იმის მიუხედავად, რომ უგო ვიანამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დახურა, მხარეებს სეზონის დასრულებამდე მოუწევთ მოცდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ფავორიტი მაინც სპორტინგია.














