მატჩში მონაწილეობა მიიღო გიორგი ქოჩორაშვილმაც, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, გიორგი ქოჩორაშვილის თაობაზე ლევანტეს ფანების არაერთი საინტერესო გამოხმაურება გავრცელდა:
"ქოჩორაშვილის სახით, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი დავკარგეთ."
"ქოჩორაშვილის სახით, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი დავკარგეთ."
"როდესაც გიორგი მოედანზეა, უფრო მშვიდად ვარ. ის გუნდის უდავო ლიდერია... საწყენია, რომ მომდევნო სეზონში ის ჩვენთან ერთად აღარ იქნება."
"სპორტინგმა ქოჩორაშვილის სახით ძალიან ძლიერი ნახევარმცველი დაიმატა. ის პროგრესი, რაც ამ ფეხბურთელმა გაიარა, უბრალოდ დაუჯერებელია."
"ლა ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ მომდევნო სეზონში ქოჩორაშვილის შეცვლა ურთულესი იქნება."
"გიორგის საერთოდ არ ეტყობა, რომ უკვე სპორტინგის ფეხბურთელია. ლევანტესთვის მოედანზე ყველაფერს აკეთებს."
"ძალიან მეწყინა მისი წასვლა, მაგრამ იმდენად მიყვარს გიორგი, მას ყველგან დიდ წარმატებას ვუსურვებ."
"რომ არა ფინანსური პრობლემები, ქოჩორაშვილის შენარჩუნებას შევძლებდით. საწყენია ასეთი ფეხბურთელის ასეთ დროს დაკარგვა."

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილი ახალ სეზონს პორტუგალიურ სპორტინგში დაიწყებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურა, 25 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს 1 ივლისს შეუერთდება.