ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც ერთი საათით ადრე, საკმაოდ საინტერესო გარიგება გაიჩარხა — რაჰიმ სტერლინგი ჩელსიდან კარიერას არსენალში გააგრძელებს! 29 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი 1-წლიანი იჯარით "მეთოფეებში" ითამაშებს, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. რაჰიმი უახლოეს საათებში ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ენცო მარესკას ჩელსიში მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, კლუბმა საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და ამ სიაში მოხვდა რაჰიმ სტერლინგიც — ინგლისელი ერთ კვირაზე მეტია, რაც მთავარ გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს. არსენალი საქმეში სულ რამდენიმე საათის წინ ჩაერთო და როგორც ჩანს, არტეტას გუნდმა ყველაფერი გააკეთა ტრანსფერის დასახურად.
რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერი არსენალში, დიდი ალბათობით, უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.
Premier League
რაჰიმ სტერლინგი კარიერას არსენალში გააგრძელებს













