რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვენტუსმა ახალი ფორვარდი შეარჩია — ლუის ოპენდა ლაიფციგიდან კარიერას "ბიანკონერიში" გააგრელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 25 წლის ბელგიელ შემტევს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორდმება, თუმცა იუვენტუსს ლუის ოპენდას გამოსყიდვა სეზონის ბოლოს დაახლოებით €40 მილიონად შეეძლება.
იმის მიუხედავად, რომ დუშან ვლაჰოვიჩი იუევენტუსში დარჩა, იგორ ტუდორმა ახალი ფორვარდის დამატება მაინც მოითხოვა. მთავარი სამიზნე ზემოხსენებული რანდალ კოლო მუანი იყო, თუმცა პარი სენ-ჟერმენთან გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. შემდეგ გამოჩნდა ლუის ოპენდას კანდიდატურა, რომლის ტრანსფერის საკმაოდ მარტივად დაიხურა.
ლუის ოპენდა ლაიფციგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბელგიელმა ამ დროში 93 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 41 გოლი და 18 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













