
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რეალ მადრიდი ზაფხულში ნიკო პასს დაიბრუნებს! კომოში ნაჩვენები საოცარი პერფორმანსის შემდეგ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "სამეფო კლუბი" უკან დაბრუნების უფლებას გამოიყენებს და 20 წლის ნახევარმცველს გუნდში დააბრუნებს. რეალ მადრიდს ფეხბურთელის უკან გამოსყიდვა სულ რაღაც €9 მილიონად შეუძლია.
შეგახსენებთ, ნიკო პასი კომოში 2024 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ამ დროში ახალგაზრდა ესპანელმა 22 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნიკო პასი სესკ ფაბრეგასის გუნდის უპირობო ლიდერია, ფეხბურთელის პროგრესს კი მადრიდში ყურადღებით აკვირდებიან და როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, მისი უკან, ესპანეთში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია.













