
ვილიამ სალიბა, გუნდის #1 სამიზნე! დიახ, "სამეფო კლუბი" არსენალის ფრანგი ცენტრალური მცველის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ფლორენტინო პერესი საკმაოდ სოლიდური თანხის შეთავაზებას გეგმავს 23 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ.
არსენალისთვის სალიბა ხელშეუხებელია, მეტიც, მიკელ არტეტა ფრანგი ცენტრალური მცველის გაყიდვაზე თანახმა არასდროს იქნება, თუმცა როდესაც საქმეში რეალ მადრიდი ერთვება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ამ მომენტისთვის უცნობია რა თანხას მოითხოვენ "მეთოფეები" სალიბას სანაცვლოდ, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ამ პოტენციურ გარიგებაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
რეალ მადრიდი სხვა მცველების ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა ფლორენტინო პერესისთვის ახლა სალიბას დამატება მთავარი მიზანია. უახლოეს კვირებში მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგება — ესპანურ გუნდში სჯერათ, რომ ისინი როგორც ფეხბურთელის, ისე არსენალის ტრანსფერზე დაყოლიებასაც მოახერხებენ.













