როგორც გავლენიანი გერმანული წყაროები წერენ, ვირცის მიმართ ინტერესს რეალ მადრიდის გარდა, ბაიერნი და მანჩესტერ სიტიც იჩენენ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ესპანური გუნდი აქტიურობს. ამ ყველაფერს კი მარტივი ახსნა აქვს — სამეფო კლუბში ჩაბი ალონსოს გადაბირებაზეც ფიქრობენ, რაც ვირცის დამატების შანსს ავტომატურად გაზრდის. თუ კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდს დატოვებს, გუნდი ალონსოს მიყვანას შეეცდება, ესპანელი დადასტურებულად #1 სამიზნეა.
"ფლო ახალი ეტაპისთვის მზადაა. ეს ახლა მოხდება თუ მომდევნო ზაფხულს, მნიშვნელობა არ აქვს, ის უკვე მზადაა. ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები, მას მომდევნო ეტაპზე გადასვლა სჭირდება. არავინ გაბრაზდება, თუნდაც ძალიან გვეწყინოს მისი წასვლა, ამას უნდა შევეგუოთ", - რობერტ ანდრიხი, ფლორიან ვირცის თანაგუნდელი ლევერკუზენში.

ლევერკუზენი ფლორიან ვირცს, მინიმუმ, €120-130 მილიონად აფასებს. ფეხბურთელი გერმანული გუნდის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც 169 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 48 გოლი და 52 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.