რეალ მადრიდში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს! მომდევნო სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია, თუმცა ამის მიუხედავად, ფლორენტინო პერესი და მისი გუნდი ზაფხულის პოტენციურ ტრანსფერეზე მუშაობას უკვე შეუდგნენ.
როგორც კლუბთან დაახლოებული გავლენიანი წყაროები წერენ, ფლორენტინო პერესს ზაფხულში ერთი დიდი ოცნება აქვს და მისი სახელი როდრია! დიახ, ზაფხულში მანჩესტერ სიტის 29 წლის ნახევარმცველი სამეფო კლუბის ერთ-ერთი მთავარი სანიზნე იქნება და როგორც ცნობილი ხდება, მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტრანსფერი განხორციელდეს.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ბოლოს, ფლორენტინო პერესს ფეხბურთელის ასე დაჟინებით დამატება როდესაც სურდა, რეალ მადრიდმა კილიან მბაპე გაიფორმა, შესაბამისად, წინ საკმაოდ საინტერესო თვეები გველოდება, რადგან საქმე საკმაოდ სერიოზულადაა.
რეალ მადრიდის ინტერესის შესახებ მანჩესტერ სიტიში უკვე იციან, შესაბამისად, ისინი ესპანელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. შეგახსენებთ, როდრის კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მხარეები ახალ კონტრაქტზე დაიწყებენ მუშაობას.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, როდრის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













