გავლენიანი ესპანური გამოცემები რეალ მადრიდის ზაფხულის სატრანსფერო გეგმების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, სამეფო კლუბი დაცვის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული დაცვის ხაზი სერიოზულად გადახალისდება.
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ დავიდ ალაბას მომავალი გადაწყდა — 33 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს რეალ მადრიდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. სამეფო კლუბი გამოცდილ მოთამაშეს ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს.
შემდეგი ანტონიო რიუდიგერის ამბავი განვიხილოთ. როგორც იწერება, რეალ მადრიდი და გერმანელი ფეხბურთელი არსებული ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედო კლიბი გამოცდილი მცველის შენარჩუნებას გეგმავს. მოლაპარაკებები გრძელდება და უახლოეს კვირებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
და ბოლოს, რაულ ასენსიოს საკითხი, როგორც ცნობილი ხდება, რეალ მადრიდი 23 წლის ესპანელი მცველის სანაცვლოდ ზაფხულში ყველა შეთავაზებას განიხილავს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბისთვის ხელშეუხებელი ნამდვილად არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია ასენსიომ ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს.
ზემოხსენებული სიახლეების ფონზე მოსალოდნელია, რომ რეალ მადრიდი ზაფხულში მინიმუმ ორ ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. ამ მომენტისთვის პოტენციურ სამიზნეებზე არაფერი იწერება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, სამეფო კლუბის გეგმების შესახებ უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.













