"ალექსანდერ-არნოლდი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ყველაფერი გასცა კლუბისთვის. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მან მოიგო პრემიერ ლიგა, მან მოიგო ყველა თასი, რაც კი შესაძლებელი იყო.
თუ მას სურს, წასვლა, მას შეუძლია წავიდეს და სცადოს განსხვავებული კულტურა, გააკეთოს რაღაც განსხვავებული, წავიდეს და ითამაშოს სხვა ლიგაში. თუ გსურს წასვლა მანჩესტერ იუნაიტედში ან მანჩესტერ სიტიში, ეს მიუღებელია მგონია, რადგან ლივერპულიდან ასეთ კლუბებში გადასვლა, მიუღებელია, მაგრამ თუ არის რეალ მადრიდში წასვლის შანსი, როგორ შეიძლება ამაზე უარი თქვას? მან უნდა გარისკოს და ხელი მოაწეროს კონტრაქტს, ეს ხომ სამეფო კლუბია."
ლივერპული და ტრენტი ახალ კონტარქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, რეალ მადრიდის ინტერესი კი რეალური და დადასტურებულია. ფლორენტინო პერესი ინგლისელი ფეხბურთელის დასამატებლად ყველაფერს აკეთებს.














