მილანი, რომ ტამი აბრაჰამით ინტერესდება, ამის შესახებ, დაახლოებით, ორი თვის წინ გაცნობეთ, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კი ფონსეკას გუნდი ფორვარდის დამატებას ისევ განიხილავს და მთავარი სამიზნე კვლავ ინგლისელი ფეხბურთელია. რაც შეეხება რომას, დე როსი ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე შეძლებს თამაშს და როგორც ჩანს, გუნდმა არჩევანი ალექსის სალმაკერსზე შეაჩერა.
ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განსხვავდება, აბრაჰამი სალმაკერსზე ძვირია, შესაბამისად, თუ გარიგება შედგება, მილანს თანხის დამატება მოუწევს. უახლოეს საათებში, ამ პოტენციურ გაცვლასთან დაკავშირებით უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.













