მატს ჰუმელსი რომას სეზონის დასაწყისში, დორტმუნდიდან შეუერთდა. გერმანელ ფეხბურთელს ახალ გუნდში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა და სათამაშო დრო მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც რომაში კლაუდიო რანიერი მივიდა. 36 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში სულ რაღაც 17 მატჩი მოუგროვდა, რა დროშიც ერთი გოლის გატანა მოახერხა.
რომაში ფიქრობენ, რომ ზაფხულში მატს ჰუმელსის გაშვება სწორი ნაბიჯი იქნება. იტალიურ გუნდში სეზონის ბოლოს დიდი ცვლილებები იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელი მცველის გარდა, რომას რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ დატოვებს.













