საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ტოსკანურ კლუბს 100% დატოვებს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
საბა გოგლიჩიძის მიმართ სერია A-ს კლუბების ინტერესი საკმაოდ რეალურია. თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, საქმეში არც მეტი, არც ნაკლები 6 კლუბია — რომა, მილანი, პარმა, ფიორენტინა, სასუოლო და ლაციო. დიახ, ყველა ამ კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ეს კლუბები ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ ემპოლი სერია B-ში დაქვეითდა, საკმაოდ დიდი შანსია კლუბი საბა გოგლიჩიძეს მარტივად შეელიოს. 20 წლის მცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერo ფასი კი დაახლოებით €5-8 მილიონია. უახლოეს კვირებში, საბა გოგლიჩიძის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.













