20 წლის მცველის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე €5 მილიონი გახდა. განახლებული სატრანსფერო მონაცემით, გოგლიჩიძე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
ემპოლიმ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო — "ლურჯები" 7 ტურის შემდეგ, 10 ქულით, მე-10 პოზიციას იკავებენ. საბა გოგლიჩიძე ემპოლის შეუცვლელი წევრია და ამ სეზონში 5 შეხვედრა უკვე ჩაატარა.
არ გამოგრჩეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი.













