20 წლის მცველის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე €8 მილიონი გახდა. განახლებული სატრანსფერო მონაცემით, გოგლიჩიძე გუნდში, ჯაკომო ფაცინისთან ერთად, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
ემპოლიმ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო — "ლურჯები" 16 ტურის შემდეგ, 19 ქულით, მე-10 პოზიციას იკავებენ. საბა გოგლიჩიძე ემპოლის შეუცვლელი წევრია და ამ სეზონში 13 შეხვედრა უკვე ჩაატარა.














