შეთანხმება შედგა — საბა საზონოვი ტორინოდან კარიერას ხეტაფეში გაგრძელებს! 23 წლის ცენტრალურ მცველს ესპანეთში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება, თუმცა ხეტაფეს საბა საზონოვის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.
მას შემდეგ, რაც საბა საზონოვი ტორინოში დაბრუნდა, მალევე გახდა ცნობილი, რომ ქართველი ფეხბურთელი მთავარი მწვრტნელის გეგმებში არ შედიოდა. შემდეგ განიხილებოდა იტალიური და ფრანგული კლუბების ვარიანტებიც, თუმცა როგორც ჩანს ყველას ხეტაფემ აჯობა.
საბა საზონოვი ტორინოს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ქართველმა მცველმა ამ დროში 13 მატჩის ჩატარება მოასწრო.













