გასული სეზონი გიორგი ჩაკვეტაძისთვის წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა უოტფორდმა მიზანს ვერ მიაღწია და პრემიერ ლიგაში დაბრუნება ვერ შეძლო, ჩაკვეტაძე გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო.
სამწუხაროდ, სეზონის მიწურულს მან ტრავმა მიიღო და ამჟამად, რეაბილიტაციის პროცესს თავის სამშობლოში გადის.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას პრემიერ ლიგის კლუბები შეეცდებიან. ასევე, დაინტერესებულია ერთ-ერთი გამორჩეული ესპანური გუნდიც.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჩაკვეტაძის შეძენა ევერტონსა და ლიდსს სურთ. ქართველი შემტევი სატრანსფერო სიაში კიდევ რამდენიმე ინგლისურ გუნდს ჰყავს შეყვანილი.
მისი შეძენა პრემიერ ლიგის გუნდებს ზამთარშიც სურდათ, თუმცა უოტფორდის მიზანი პრემიერ ლიგაში დაბრუნება იყო და მათი მთავარი ლიდერის გაშვება არ ისურვეს.













