სულ რამდენიმე საათის წინ დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მოჰამედ სალაჰი ლივერპულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. იმის მიუხედავად, რომ ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელი იყო, ბევრი გამოცემა და ჟურნალისტი გასულ თვეებში ვარაუდობდა, რომ 33 წლის ფეხბურთელის წასვლა უბრალოდ დროის საკითხი იყო და დიდი ისტორია შეიძლებოდა სწორედ 2026 წლის ზაფხულში დასრულებულიყო.
გავლელიან ინგლისურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მო სალაჰი არ იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს. ჯო გომესი, ენდრიუ რობერტსონი, კერტის ჯონსი და ფედერიკო კიეზა — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ეს მოთამაშეები ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდებში დაიწყებენ.
და ბოლოს, იბრაჰიმა კონატე, რომლის კონტრაქტის საკითხი ამ დრომდე არ გარკვეულა. ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება, დიდი შანსია იბრაჰიმა კონატე ზემოხსენებული ფეხბურთელების სიას შეუერთდეს და ზაფხულში ლივერპული მანაც დატოვოს.













