ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
"პარიზელ გულშემატკივრებს,
პირველივე დღიდან, რაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი გავაკეთე, ისე როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად და პარი სენ-ჟერმენის კარის დასაცავად. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ შემიძლია გუნდის ნაწილი ვიყო და კლუბის წარმატებაში წვლილი შევიტანო.
იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, "პარკ დე პრენსზე" მყოფ გულშემატკივრებს დავემშვიდობო. თუ ეს არ მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ამას არასდროს დავივიწყებ.
ყოველთვის თან ვატარებ ყველა ემოციასა და მოგონებას, რომლებიც გასულ წლებში ერთად განვიცადეთ. ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს მეორე ოჯახს, მადლობას ვუხდი ყოველი ბრძოლისთვის, ყოველი სიცილისთვის, ყოველი წამისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. თქვენ ყოველთვის ჩემი ძმები იქნებით.
ამ კლუბში თამაში და ამ ქალაქში ცხოვრება უდიდესი პატივი იყო. მადლობა!"
ჯანლუიჯი დონარუმას პარიზული ისტორია დასასრულს უახლოვდება. როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, იტალიელი მეკარე სუპერ თასის ფინალს გამოტოვებს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესპანელი მწვრთნელისთვის 26 წლის მეკარე ხელშეუხებელი ნამდვილად აღარაა. პარიზელთა კარს ტოტენჰემთან შეხვედრაში გუნდის ახალწვეული ლუკას შევალიე დაიცავს.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პსჟ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება, რადგან პარიზელებს არ სურთ მომავალ წელს იტალიელი მეკარის უფასოდ დაკარგვა.













