მიმდინარე სეზონის როგორც არ უნდა დასრულდეს, სანდრო ტონალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიუკასლს 100% დატოვებს! იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა ამის შესახებ კლუბის უფროსობას უკვე აცნობა, შესაბამისად, 25 წლის შუახაზელი ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდში დაიწყებს.
სანდრო ტონალის პოზიციის შესახებ ყველა ინგლისურმა კლუბმა იცის და რამდენიმე მათგანმა ტრანსფერზე მუშაობაც უკვე დაიწყო კიდევაც. ყველაზე მეტად მანჩესტერული კლუბები აქტიურობენ, მეტიც, როგორც იუნაიტედმა, ისე სიტიმაც სანდრო ტონალის აგენტთამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართა.
ორივე კლუბში ფიქრობენ, რომ იტალიელის დამატებით გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება. ცნობილია ნიუკასლის პოზიციაც — იმის ფონზე, რომ გუნდი მომდევნო სეზონში დიდი შანსია ევროტურნირების გარეშე დარჩეს, სანდრო ტონალის გაყიდვას მარტივად დათანხმდებიან. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, "კაჭკაჭები" იტალიელს დაახლოებით €100 მილიონად აფასებენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, სანდრო ტონალის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













