რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულდა — ვინისიუს ჟუნიორი რეალ მადრიდში რჩება! მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდნენ და როგორც ჩანს, ბოლოშიც გავიდნენ. თუ გავლენიან ესპანურ გამოცემებს დავუჯერებთ, ვინისიუსი სამეფო კლუბთან ახალ ხელშეკრულებას 2029 ან 2030 წლამდე გაახანგრძლივებს. მხარეები ბოლო დეტალებს სეზონის ბოლომდე მოაგვარებენ, რის შემდეგაც კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
იმის მიუხედავად, რომ საუდის კლუბები ვინისიუსს ძალიან დიდ შემოსავალს ჰპირდებოდნენ, ბრაზილიელისთვის მადრიდში დარჩენა ყოველთვის პრიორიტეტული იყო. იგივე პოზიციაზე იყო სამეფო კლუბიც, ფლორენტინო პერესს ვინის გაყიდვა არ სურდა.
ვინისიუს ჟუნიორი რეალ მადრიდის ღირსებას 2018 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 311 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 105 გოლი და 79 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













