ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია სავინიომ მანჩესტერ სიტი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს და კარიერა ტოტენჰემში გააგრძელოს. დაიხ, კლუბები 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობენ და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგება. როგორც ირკვევა, სავინიო მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, ტოტენჰემში გადასვლის იდეა კი ძალიან მოსწონს.
ამ პოტენციური ტრანსფერის ფონზე, მანჩესტერ სიტიში ახალი ვინგერის ძებნა დაიწყეს და დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პეპ გვარდიოლას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს — რეალ მადრიდის ერთ-ერთი ვარსკვლავი როდრიგო "ქალაქელების" მთავარი სამიზნეა!
როდრიგო, რომ რეალ მადრიდის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვსაუბრობთ. 24 წლის ბრაზილიელი შემტევი ჩაბი ალონსოს გეგმებში არ შედის, შესაბამისად, სამეფო კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.
ბრაზილიელი ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდებოდა კიდევ ერთი ინგლისური კლუბი არსენალი, თუმცა ლონდონურ კლუბში პოტენციურ ტრანსფერზე დიდი ხანია არაფერი დაწერილა. ახლა კი საქმეში მანჩესტერ სიტი ჩაერთო, რომელიც მზადაა გარიგებაზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყოს.
უახლოეს დღეებში სავინიოს საკითხი გადაწყდება, რაც ავტომატურად როდრიგოს მომავალსაც განსაზღვრავს. შეგახსენებეთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება.













