მას შემდეგ, რაც ანტუან სემენიოს მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი თითქმის გადაწყდა, ბრიტანულმა მედიამ ომარ მარმუშისა და სავინიოს თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა — "ქალაქელები" როგორც ეგვიპტელი შემტევის, ისე ბრაზილიელი ვინგერის სანაცვლოდაც ყველა შეთავაზებას განიხილავს, თუმცა ამ ორი ფეხბურთელის გარდა დიდი შანსია ეტიჰად სთედიუმი კიდევ ერთმა ვინგერმა დატოვოს.
პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით, მანჩესტერ სიტი ოსკარ ბობის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. "ქალაქელები" მზად არიან 22 წლის ნორვეგიელი ვინგერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან გაუშვან. განიხილება როგორც იჯარით წასვლა, ისე პირდაპირ გაყიდვაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსკარ ბობის პოტენიციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.
ნორვეგიელი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე კლუბის ინტერესი უკვე დადასტურდა, მათ შორისაა დორტმუნდის ბორუსიაც.
მანჩესტერ სიტიში 2026 წლისთვის მზადებას აქტიურად შეუდგნენ და როგორც ჩანს, კლუბში მორიგი დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან.













