როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, "მწვანეები" 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ €5-6 მილიონის გადახდას აპირებენ. ბორდოს ფინანსური პრობლემები ისევ აქვს, შესაბამისად, გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და დიდი ალბათობით, მათ შორის დავითაშილიც იქნება.
უახლოეს დღეებში დავითაშვილი - სენტ-ეტიენის შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.













