დიდხნიანი პაუზის შემდეგ, სერხიო რამოსი ფეხბურთს უბრუნდება — გამოცდილი ესპანელი მცველი კარიერას მექსიკურ მონტერეი რაიადოსში გააგრძელებს. მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, სერხიო რამოსი კი 93-ნომრიან მაისურს მოირგებს.
სერხიო რამოსი 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა — მას შემდეგ, რაც რამოსმა სევილია დატოვა, ფეხბურთელს ბევრ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის იუვენტუსს, MLS-ისა და საუდის არაბეთის კლუბებს და ა.შ. თუმცა ვეტერანი ფეხბურთელი ამ დრომდე უგუნდოდ იყო. 38 წლის ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები, კარიერის პოტენციურ დასრულებასთან დაკავშირებითაც კი ალაპარაკდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ბუცების ჩამოკიდება დროებით გადაიდო.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მონტერეი სერხიო რამოსს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს.
Liga MX
სერხიო რამოსი ფეხბურთს უბრუნდება — ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია













