შეგახსნენებთ, ნიგერიელი ფორვარდი ახლა იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს. იმის მიუხედავად, რომ თურქულ გრანდს ოსიმენის შენარჩუნება სურს, ამის შანსი თითქმის ნულს უტოლდება. თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, 26 წლის ფორვარდი სეზონის ბოლოს, გალათასარაის აუცილებლად დატოვებს.

ნაპოლიში დაბრუნება? დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს არ მოხდება. ამაზე გადაჭრით საუბარი ახლავე შეგვიძლია, რადგან სანამ აურელიო დე ლაურენტისსა და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა გაფუჭდებოდა, იქამდე იყო ვიქტორ ოსიმენთან დაპირისპირება, შესაბამისად ნიგერიელის უკან, "პარტენოპეიში" დაბრუნება არც კი განიხილება.
ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური გუნდი ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ფიზიკურად ვერ მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €50-60 მილიონის ფარგლებში იქნება. ფეხბურთელის სიტუაციას პსჟ, პრემიერ ლიგისა და საუდის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. უახლოეს თვეებში, ოსიმენის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა მისი ნაპოლიში დაბრუნება, რომ გამორიცხულია, ამას კიდევ ერთხელ დავწერთ. "პარტენოპეი" დიდი აუქციონისთვის ემზადება...













