დუგლას ლუისი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს, ბირმინგემული კლუბი კი ამ გარიგებით €30 მილიონამდე თანხას და ორ "ბიანკონერის" ფეხბურთელს მიიღებს - საუბარია ილინგ ჯუნიორსა და ენცო ბარენეჩეაზე. მხარეებს შორის საკმაოდ დიდი ფინანსური გარიგება შედგა.
ასტონ ვილას გაყიდვები სჭირდებოდა, დუგლას ლუისის სატრანსფერო ფასი კი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. იუვენტუსი ბრაზილიელი ფეხბურთელით თვეებია ინტერესდება და მას შემდეგ, რაც გუნდში ტიაგო მოტა მივიდა, 26 წლის ფეხბურთელი კლუბისთვის #1 სამიზნე გახდა.
თავიდან, გარიგებაში ვესტონ მაკკენის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა ამერიკელ ფებხურთელსა და ასტონ ვილას შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა. ამის შემდეგ, იუვენტუსმა ინგლისურ გუნდს ახალგაზრდა ბარენეჩეა შესთავაზა, უნაი ემერიმ კი 23 წლის არგენტინელის მიმართ, დაინტერესება გამოხატა, რამაც გარიგება საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანა. ამ გარიგების მიხედვით, იტალიურ გუნდს ბარენეჩეასა და ილინგის მომავალი ტრანსფერებიდან, 10% ერგება.
იუვენტუსი, ასტონ ვილა და ფეხბურთელების აგენტები გაცვლის საბოლოო დეტალებს, უახლოეს საათებში მოაგვარებენ.













