ტრანსფერი დაიხურა, გიორგი აბუაშვილი ფოთის კოლხეთიდან კარიერას მეცში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
გიორგი აბუაშვილის მიმართ ინტერესს სენტ-ეტიენი და გენგამიც იჩენდნენ, თუმცა ყველას ლიგა 1-ში დაბრუნებულმა მეცმა აჯობა. შეგახსენებთ, ფრანგულმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ გიორგი წიტაიშვილიც დაიმატა.
გიორგი აბუაშვილი ფოთის კოლხეთში 2024 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ დროში 55 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, მეცი გიორგი აბუაშვილს მიმდინარე კვირაში წარადგენს.













