ინტერში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მილანურ გრანდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნერაძურის" საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
რაც შეეხება არსებულ შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან ინტერში — ამ სიაში მოხვდა ნიკოლა ჟალევსკი. მილანელებმა პოლონელი მცველის გამოსყიდვა გადაწყვიტეს.
ნიკოლა ჟალევსკის სანაცვლოდ რომა €6 მილიონს მიიღებს, ხოლო 23 წლის ფლანგელი ინტერთან 4 ან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ინტერი ამასობაში კიდევ ერთ ტრანსფერზე აგრძელებს მუშაობას — საუბარია ლუის ენრიკეზე, რომელიც მარსელის ღირსებაც იცავს. მილანურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ახლა მხოლოდ დარჩენილია კლუბებს შორის შეთანხმება.
ფრანგები 23 წლის ბრაზილიელ ფლანგელს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებენ. უახლოეს დღეებში მხარეებს შორის ახალი კონტაქტი შედგება, რა დროსაც ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













