იუვენტუსში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ტურინულ გრანდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბიანკონერის" საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
რაც შეეხება არსებულ შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან იუვენტუსში — ამ სიაში მოხვდნენ ლოიდ კელი და პიერ კალულუ. ტურინელებმა როგორც ინგლისელის, ისე ფრანგი მცველის გამოსყიდვაც გადაწყვიტეს.
ლოიდ კელის სანაცვლოდ ნიუკასლი €17.5 მილიონს მიიღებს, ხოლო იუვენტუსი პიერ კალულუს მილანიდან €14 მილიონად შეიძენს. კლუბში ორივე ფეხბურთელის სჯერათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანი იუვენტუსთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.













