მანჩესტერ იუნაიტედში ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ — ზაფხულში"წითელ ეშმაკებს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბენ ამორიმის გუნდს საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ექნება.
ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა 2025/26 სეზონის პირველი ტრანსფერი უკვე დახურეს, მატეუს კუნია ვულვზიდან კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, მანჩესტერულმა კლუბმა ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის £62.5 მილიონის გააქტიურება გადაწყვიტა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებთან" 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მატეუს კუნია ვულვზის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაზილიელმა ამ დროში 92 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. მატეუს კუნია "მგლებს" უკვე დაემშვიდობა. 25 წლის პოზიციით "ათიანი" ახალ სეზონს მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყებს.













