რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, პოლ პოგბა კარიერას მონაკოში გააგრძელებს! 32 წლის ფრანგ ფეხბურთელს სამშობლოში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს 2027 წლამდე მოაწერს.
პოლ პოგბა ბოლოს იუვენტუსში თამაშობდა. შემდეგ იყო დოპინგ სკანდალი რის გამოც, ფრანგი მოედანს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორდა. ახლა ფეხბურთელს თამაშის უფლება ისევ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში "POGBOOM" მოედანზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, მონაკო 2025/26 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.













