რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ბრაიან მბიუმო ბრენტფორდიდან კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეებს შორის €80 მილიონიანი გარიგეაბ შედგა, კამერუნელი შემტევისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. მბიუმოს მანჩესტერში მომდევნო კვირაში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მანჩესტერ იუნაიტედში მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. რუბენ ამორიმის გუნდმა მატეუს კუნიას გარიგება უკვე დახურა, თუმცა "წითელი ეშმაკები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. ოლდ ტრაფორდის ბინადრები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 4-5 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.
ბრაიან მბიუმო ბრენტფორდის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა. კამერუნელმა შემტევმა ამ დროში 242 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 70 გოლი და 51 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













