ლივერპულის პოზიცია რეალ მადრიდს არ აშინებს, რადგან სამეფო კლუბში სჯერათ, რომ ზაფხულში 26 წლის ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებენ, თანაც უფასოდ. ტრენტისთვის მინიმუმ 4-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია, დრო კი მერსისაიდული კლუბის წინააღმდეგ მუშაობს. სეზონის დასრულებას რაც უფრო მივუახლოვდებით, ინგლისელის ლივერპულიდან წასვლის შანსები სულ უფრო და უფრო გაიზრდება.
ახლა კი ლივერპულის კიდევ ერთ ლიდერსა და გუნდის კაპიტანზე, ვირჯილ ვან დაიკზე ვისაუბროთ. როგორც ალექსანდერ-არნოლდი, ზაფხულში ისიც თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა ინგლისელისგან განსხვავებით, ნიდერლანდელის გუნდში დარჩენის შანსი ბევრად დიდია. ლივერპულში სჯერათ, რომ 33 წლის ფეხბურთელთან შეთანხმებას მოახერხებენ. თუმცა სანამ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ, ესპანური გავლენიანი გამოცემა Relevo საკმაოდ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს — როგორც ირკვევა, ვირჯილ ვან დაიკის წარმომადგენლებმა ფეხბურთელი რეალ მადრიდს შესთავაზეს! დიახ, ეს ინფორმაცია დადასტურდა! ნიდერლანდელი მცველის აგენტები ესპანურ გრანდს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდნენ, რა დროსაც პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი შედგა.
ცნობილია რეალ მადრიდის პოზიცია ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით — სამეფო კლუბმა გამოცდილ ცენტრალურ მცველს უარი განუცხადა! ფლორენტინო პერესისთვის პრიორიტეტული უფრო ახალგაზრდა მცველის შეძენაა და თუნდაც ვირჯილ ვან დაიკის უფასოდ დამატება, მის გეგმებში არ შედის. ალბათ ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა მხოლოდ რეალ მადრიდს შეუძლია. ძნელი მოსაძებნია სამყაროში ისეთი გუნდი, რომელიც ვირჯილ ვან დაიკის დონის მცველზე უარს იტყოდა, მაგრამ სამეფო კლუბი გამონაკლისია.